გაია არის ინ ვიტრო განაყოფიერების კლინიკა, რომელიც უნაყოფობის პრობლემის მქონე წყვილებს სთავაზობს ინ ვიტრო განაყოფიერებას, კვერცხუჯრედის დონაციას, სუროგაციას, ორსულთა მოვლას, გენეტიკურ
კველვებს და სხვა დამხმარე რეპროდუქციულ საშუალებებს. ჩვენი მაღალპროფესიონალი ექიმების დახმარებით, გაიას გუნდი უკვე ოცი წელია კეთილსინდისიერად ემსახურება არამხოლოდ ქართველ
პაციენტებს, არამედ, ჩვენ შევძელით შეუცვლელი გამოცდილების დაგროვება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, სადაც გაია ინვიტრო-ს ფილიალი კლინიკებია განთავსებული. როდესაც თქვენ ირჩევთ “გაია“ -ს , თქვენ ირჩევთ კვალიფიციური პროფესიონალების გუნდს, რომელიც გთავაზობთ არა მხოლოდ ინ ვიტრო განაყოფიერებას, არამედ გულისხმიერ დამოკიდებულებას და რაც ყველაზე მთავარია, ახალ სიცოცხლეს.


ჩვენი თითოეული ექიმი მაღალკვალიფიციურია 10 წელზე მეტი გამოცდილებით რეპროდუქტოლოგიასა და ინვიტრო განაყოფიერებაში. ყველა მათგანმა მიიღო განათლება აშშ-სა და ევროპაში, რაც უზრუნველყოფბს თქვენთვის უმაღლესი ხარისხის მომსახურების გაწევას.

ჩვენი გუნდი მზადაა შემოგთავაზოთ რეპროდუქციული სირთულეების, უნაყოფობის და სხვა გინეკოლოგიური პრობლემების გადაჭრის გზები დროში დაჩქარებულად, კეთილსინდისიერად და მაღალი სტანდარტებით.

„გაიაში” ჩვენ გულმოდგინედ ვმუშაობთ, რათა ჩვენს კლინიკაში ყველაზე თანამედროვე, ტექნოლოგიურად მოწინავე აღჭურვილობა იყოს. ინ ვიტრო განაყოფიერების სფეროში ტექნოლოგიური მიღწევების მუდმივი ფეხდაფეხ ადევნებით, ჩვენ შეგვიძლია მომავალ მშობლებს ქვეყანაში ყველაზე მაღალი წარმატების მაჩვენებელი შევთავაზოთ.
„Gaia IVF“ ში ჩვენ დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია ჩვენი პაციენტებისა და მათი ოჯახების წინაშე. შესაბამისად, ჩვენი საქმიანობის ყველა ასპექტს სერიოზულად ვეკიდებით. როდესაც საქმე კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განხორციელებას ეხება, ჩვენი გუნდი თვლის, რომ მსგავსი მიდგომებით ვქმნით უკეთეს გარემოს პაციენტთა კეთილდღეობისთვის.
უფასო კონსულტაციები, გაყინული ემბრიონების განმეორებითი გადატანა, ფასდაკლებები და სხვა შეღავათები არის Gaia IVF-ის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამები, რომლებიც სპეციალურად შექმნილია იმ პაციენტებისთვის, რომლებიც განიცდიან სტრესს და იმედგაცრუებას ფინანსური სირთულეებისა და წარსულში წარუმატებელი მცდელობების გამო. ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ შეგვიძლია შემოგთავაზოთ ეს პროგრამები და მოუთმენლად ველით შესაძლებლობას, აგიხდინოთ ოცნებები. ჩვენი აქციების ან სხვა პროგრამების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, გამოგვყევით Facebook-ზე.
სუროგაცია, როგორც დამხმარე რეპროდუქციული საშუალება, ხშირად უკანასკნელი იმედია იმ მრავალი წყვილისთვის, რომლებიც უნაყოფობას ებრძვიან. გამომდინარე იქიდან, რომ სუროგაცია კანონიერია, Gaia IVF ში კლინიკაში ჩვენ შეგვიძლია აღნიშნული მომსახურების შეთავაზება ქორწინებაში მყოფი ჰეტეროსექსუალი წყვილებისთვის. სუროგატი დედების მიმართ გამოჩენული განსაკუთრებული მზრუნველობის წყალობით, ჩვენს სუროგაციის პროგრამებს წარმატების მაღალი, 90 % მდე მაჩვენებელი აქვს.
„Gaia IVF“ ში, ჩვენ გვჯერა, რომ ინვიტრო განაყოფიერების კლინიკა წმინდა ადგილია, რომელიც ყოველდღიურად უნდა აჭარბებდეს მოლოდინს, რათა მშვიდ გარემოში შევქმნათ ის სასწაული, რაც ოჯახებს აბედნიერებს. მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერი კლინიკა ბიზნესია, ის მაინც წმინდაა, ჩვენთან იმედით მოსული ადამიანებისთვის. ჩვენი გუნდი, წლების მანძილზე შეუდარებელი ნდობით სარგებლობს პაციენტებისგან. ჩვენ კი, გულთან ახლოს მიგვაქვს თითოეული პაციენტის გასაჭირი, ვგრძნობთ უმაღლეს პასუხისმგებლობას და ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ნანატრი შვილით გამოწვეული ბედნირება მივანიჭოთ მომლოდინე მშობლებს.
თითოეულ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს საკუთარი მოლოდინები, რომლებიც აგებულია მის უნიკალურ სურვილებზე, საჭიროებებზე და გამოცდილებაზე, სწორედ ამიტომ, ჩვენ გულისყურით ვუსმენთ პაციენტებს და ვუზრუნველყოფთ, რომ ზედმეტი სტრესისა და ტვირთის გარეშე მოხდეს მკურნალობის განხორციელება. თქვენ იმსახურებთ გუნდს, რომელიც უზრუნველყოფს დამატებით მომსახურებას და რომელიც ყოველთვის მზადაა დაგეხმაროთ ან მოგისმინოთ. თქვენ იმსახურებთ იმასაც, , რომ თქვენი უშვილობის გზა იყოს რაც შეიძლება მარტივი, დახმარებითა და ზრუნვით განმსჭვალული ყოველ ნაბიჯზე. სწორედ ამიტომ ვართ აქ. სწორედ ამიტომ, Gaia IVF ში -ში, ჩვენ ვიღებთ თქვენს უკუკავშირს და ვითვალისწინებთ.
ყოველი კომპლიმენტი და ყოველი შენიშვნა ღვთის საჩუქარია, რომელიც საშუალებას გვაძლევს გავიზარდოთ და გავუმჯობესდეთ, რათა უკეთ დავეხმაროთ მომავალ მშობლებს. ამიტომ, გთხოვთ, ნუ მოგერიდებათ ნებისმიერ დროს დაგვიკავშირდეთ და შეგვატყობინოთ, თუ როგორ შეგვიძლია უკეთ მოგემსახუროთ. თქვენი აზრი და აბსოლუტური კმაყოფილება ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ყველაფერი დანარჩენი, რადგან საბოლოო ჯამში, თქვენი ოჯახი და მომავალი პატარა ყოველთვის ჩვენი მთავარი მამოძრავებელი ძალაა.